LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობა ერთი ქუდის – ”ერთიანი აგროპროექტის” ქვეშ გაერთიანდება

93

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიმდინარე და დაგეგემილი პროექტები ერთი ქუდის – ”ერთიანი აგროპროექტის” ქვეშ გაერთიანდება.

როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მიზანი კომუნიკაციის ეფექტიანობის ზრდა, დაინტერესებული მოსარგებლისთვის საჭირო პროექტების ამოცნობის გამარტივება, ერთიანი სტრატეგიის წარმოჩენა და სწორი პოზიციონირებაა.

სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას განცხადებით, ეს ახალი ინიციატივაა, რომელიც გულისხმობს იმ პროექტების ერთიან ხედვას, რომელსაც სამინისტროში შემავალი უწყებების და პროქტების მართვის სააგენტოს ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად ხორციელდება.

დანელიას განმარტებით, ერთიანი პლატფორმის შექმნა მთავრობის ერთიანი ხედვის ოთხპუნქტიანი გეგმის შემადგენელი ნაწილია.

”რაც შეეხება შედეგებს, 200 მლნ ლარის რისკია დაზღვეული აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 150 ახალი საწარმო და საუბარია 15 ათას სამუშაო ადგილზე, საიდანაც 4 ათასი სამუშაო ადგილი არის ახალი. ასევე, მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის პროექტი, რომელიშიც 700 ათასამდე ბინეფიციარი მონაწილეობს და მილიარდ ლარამდე გაცემული სესხი, რომელიც დარგისთვის არის სასიცოცხლო მნიშვნელობის და რომელიც 2011 წლის მონაცემებით, 60 მლნს არ აღემატებოდა. ამას ემატება ახალი პროექტები, როგორიცაა ქართული ჩაის პროექბი, შემნახველი მეურნეობების  განვითარება და იმ წარმადობისა და პოტენციალის გაზრდა რომელიც უკვე არსებულ საწარმოებში არსებობს” – განაცხადა ოთარ დანელიამ.

დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, საწარმოთა თანადაფინასება, აგროდაზღვევა, ”დანერგე მომავალი”, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობა, ქართული ჩაი.

დღეის მდგომარეობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტომ განხორციელებული პროექტების ფარგლებში გასცა 26 300 სესხი, მათ შორის 25 426 საერთო სესხი, ჯამში 693 960 821 ლარის ოდენობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g