LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები – „ექსპოჯორიაში” კონფერენცია გაიმართება

145
thumbnail-privatevarmobileContainersDataApplicationFDA335B9-59DD-47C3-9226-4A069A2F8FF2tmp902A8776-DDD2-4E94-B499-59F283ECFCAEImage

სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის რიგით მე-19 საერთშორისო გამოფენის ფარგლებში, 21 ნოემბერს სადისკუსიო პანელი იმართება AGROBUSINESS – სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმები და შესაძლებლობები.

სადისკუსიო პანელი და სემინარები 21 ნოემბერს გაიმართება მათთვის, ვინც აპირებს აგრობიზნესის წამოწყებას, ან უკვე დასაქმებულია აგროსფეროში.

„21 ნოემბერს სოფლის მეურნეობის გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს არაერთი ღონისძიება. ადგილზე მოსული სტუმრები, რომლებიც ახლა იწყებენ აგროსფეროში ბიზნესს, გაეცნობიან დაფინანსების მოპოვების გზებს, ასევე გაიგებენ, თუ რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქცია, რომ ქართული სუპერმარკეტების დახლებზე მოხვდეს. სემინარები არის მათთვის, ვინც უკვე არის აგრობიზნესის მფლობელი – მათ სადისკუსიო პანელზე ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ, თუ რას გეგმავს სახელმწიფო სოფლის მეურნეობის კუთხით 2020 წელს და რა ტენდენციებია აგროსფეროში. პანელი  ითვალისწინებს ასევე კითხვა-პასუხის ფორმატს დამსწრე აუდიტორიასა და დისკუსიის მონაწილეებს შორის,”  – ამბობს ღონისძიების ორგანიზატორი მარიამ ცაიშვილი.

სადისკუსიო პანელის მოდერატორი იქნება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: სააგენტო „აწარმოე საქართველოში“; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; „თიბისი ბანკი“; საპარტნიორო ფონდი.

ღონისძიებები სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მე-19 საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გაიმართება. გამოფენას „ექსპოჯორჯია“ 20-22 ნოემბერს უმპასპინძლებს და მასში მონაწილეობას 15 ქვეყნის 100-მდე კომპანია მიიღებს.

მონაწილე კომპანიები სრულად მოიცავენ სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, სასმელების, შემფუთველი და გადამამუშავებელი ტექნოლოგიების სფეროებს.

“სამი დღის განმავლობაში, „ექსპოჯორჯიას“ მე-6, მე-11 პავილიონებსა და გარე სივრცეში დაგხვდებათ: სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები და მასალები,სამაცივრე აღჭურვილობა, კვების ტექნოლოგიები, საირიგაციო სისტემები, თესლები და ნერგები, სასუქები და ქიმიკატები, საშრობები და შენახვის სისტემები, საჯიშე მეცხოველეობა და მეფრინველეობა და სხვა. გამოფენა უნიკალური სივრცეა პოტენციური პარტნიორობისთვის. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დაგვიკავშირდეს და დავუგეგმოთ B2B შეხვედრა გამოფენის მონაწილე კომპანიასთან “ექსპოჯორჯიას” მე-11 პავილიონში,”- აცხადებენ ორგანიზატორები.

„ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭრით, გამოფენას მცირე ფერმერები საქართველოს ყველა რეგიონიდან დაესწრება. მათ საშუალება ექნებათ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტები მეწარმეებთან, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და  სოფლის მეურნეობის სექტორში მიმდინარე სიახლეებს.

გამოფენა 20 ნოემბერს 11:00 საათზე, გამოფენების ცენტრ „ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიხსნება და 3 დღის განმავლობაში დამთვალიერებელს 11:00 დან – 18:00 საათამდე მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g