LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები დასახელდა

250
ქქქ-1024x460

სოფლის მეურნეობის 2020-2027 წლების განვითარების სტრატეგიის პრიორიტეტები ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა, დასაქმების გაზრდა და სოფლის განვითარებაში მოსახლეობის აქტიური ჩართულობა იქნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ საერთაშორისო კონფერენცია “სოფლის მეურნეობის სტრატეგია 2020+”-ის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი სტრატეგია, რომელიც ევროკავშირის გამოცდილების გაზიარებას ეფუძნება, სოფლის მეურნეობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

“საქართველომ 2016 წელს მიიღო სოფლის განვითარების სტრატეგია, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარების ძირითად მიმართულებებს მოიცავდა. ეს სტრატეგია ევროკავშირის მნიშვნელოვანი ჩართულობით მომზადდა და მას შემდეგ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. დღევანდელი კონფერენციის მიზანია შევაფასოთ გასული 2 წლის განმავლობაში სტრატეგიის ფარგლებში მიღწეული შედეგები, განვსაზღვროთ რა არის დასაკორექტირებელი და გასაუმჯობესებელი იმისთვის, რომ გვქონდეს ინკლუზიური ზრდა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებს პასუხობდეს ახალი დოკუმენტი.

პრიორიტეტები უკავშირდება სოფლად კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ასევე ალტერნატიული ეკონომიკური საქმიანობების განვითარებას, რაც პროდუქციის გადამუშავებას, შენახვასა და რეალიზაციასთანაა კავშირში,” – განაცხადა მინისტრმა.

ცნობისთვის, დღეს თბილისში, ქართველი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წამყვანი ექსპერტებისა და სოფლის განვითარების პოლიტიკის შემქმნელთა მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+ – ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა მსჯელობა, რომლიც პოლიტიკის შემუშავებისა და ინსტიტუციური მოწყობის საკითხებს შეეხო. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს საუკეთესო ევროპული პრაქტიკის საქართველოში გამოყენებისა და ქართული რეალობისათვის ადაპტირების მნიშვნელობა და გზები.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g