სოფო ბედია კაკი ბოლქვაძეს, ცირა ბზიშვილსა და მარიამ ქაცარავას მადლობას უხდის და წერს, რომ მის მიერ შესრულებული უკრაინული კომპოზიცია „ტებე კოხაიუ, უკრაინა“ ისეთი პოპულარული გახდა, რომ მესამე დღეა, მომღერალთან ზარები არ წყდება:
„დიდი მადლობა, ყველას ჩემო ძვირფასებო. 3 დღეა, არ წყდება ზარები და კომენტარები ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით ჯაჯოსთან უკრაინულ სიმღერაზე „ტებე კოხაიუ უკრაინა”.
კიდევ ერთხელ მადლობა, კაკი ბოლქვაძე, ასეთი ნიჭიერი და მაგარი რომ ხარ… რაც მთავარია, მადლობა ხალხს და ჩემს მსმენელს, ყველა გულშემატკივარს გულწრფელი შეფასებებისა და სიყვარულისთვის… მადლობა, მე თქვენთვის ვმღერი და თქვენ ხართ ჩემი დიდი მოტივაცია…მშვიდობა უკრაინას!!! მადლობა ცირა ბზიშვილსა და მარიამ ქაცარავას…“
