LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყოიძე გლობალური კომპანია SpinCar-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა

82
WEB-gen-sopochkoidze-768x432

კავკასიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სოფო ჭყოიძე გლობალური კომპანია SpinCar-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა. ის ტექნოლოგიური სტარტაპის, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელია, რომელიც SpinCar-მა გასული წლის მაისში შეიძინა

აღსანიშნავია, რომ Spincar ავტო-დილერებს და ავტო-ინდუსტრიაში მოთამაშე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ციფრული გაყიდვების სფეროში, თანამედროვე ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. კომპანია ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლებს, ციფრულ სივრცეში იმავე გამოცდილების მიღების საშუალებას აძლევს, რასაც „შოუ-რუმში“ ვიზიტის დროს მიიღებდნენ.

SpinCar-ის მონაცემები და ციფრული ტექნოლოგია მთლიანად მომხმარებლის ქცევას ეფუძნება და ამიტომაც, ზუსტად ერგება ავტომობილის შეძენის საუკეთესო გამოცდილებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები