LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო გელოვანი: „ოთხ მეგობართან მქონდა ურთიერთობა და ორს სიცხე აქვს… ძალიან ვერაგი ვირუსია…“

1091
sofogelovani201021

მომღერალი სოფო გელოვანი ერთ-ერთია მათთაგან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მომღერალმა ეს ამბავი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და აღნიშნა: „ჩემთანაც მოვიდა“. როგორც მოგვიანებით სოფომ დაწერა, მას ძალიან ბევრი ადამიანი სწერს ჯანმრთელობის ამბების მოსაკითხად:

„ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის, მაპატიეთ, ცალ-ცალკე ვერ გპასუხობთ.

სიმპტომებს რაც შეეხება, ჯერჯერობით ოდნავ მაქვს ყელის ტკივილი ( დღეს მე-4 დღეა)

მადლობა ყველას თანადგომისათვის❤

გისურვებთ ჯანმრთელობას“.

სოფო გელოვანს fortuna.ge მეტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდა:

იმდენად გაოგნებული ვარ, რომ კორონავირუსი მე დამემართა, რადგან ყველა რეგულაციას ვიცავდი. ხალხმრავალს ადგილებს ვერიდებოდი, დავდიოდი სულ პირბადით. რომ გავიგე, კორონავირუსი აღმომაჩნდა, დავიწყეთ გამოკვლევა, ვისგან შეიძლებოდა გადამდებოდა და ასეთი ადამიანი ვერ ვიპოვეთ. ორი კვირის კონტაქტებს ვიხსენებდი. მერე დავასკვენი, რომ ეს არის ალბათ, ბავშვების მოტანილი, რომლებსაც შეიძლება, ეს ვირუსი უსიმპტომოდ ჰქონდათ.

მე, ბავშვები და ჩემი მეუღლე ერთად ვართ თვითიზოლაციაში, ჩვენს ბინაში. ვცდილობ, მათგან განცალკევებულად ვიყო, მაგრამ არ გამომდის, რა თქმა უნდა. მეუღლე და ბავშვები ტესტს ხვალ გაიკეთებენ და გამოჩნდება, ბავშვებს გადატანილი აქვთ თუ არა. მეუღლეც და ბავშვებიც კარგად არიან და არანაირი სიმპტომი არ აქვთ. მე მხოლოდ ყელის ტკივილი ამწუხებს და ხმა მაქვს ოდნავ შეცვლილი. გადავწყვიტე, რომ კლინიკაში არ დავწოლილიყავი, რადგან ისეთი საშინელება ხდება და იმდენი ხალხია უკვე დაინფიცირებული, რომ არ მინდოდა კლინიკაში ადგილის დაკავება. მეოთხე დღის ფონზე მსუბუქად ვარ, თუმცა ზოგს მერე ურთულდება და ვარ დაკვირვების ქვეშ.

როგორ აღმოაჩინე, რომ კორონა გქონდა?

ამას ბევრი მეკითხება. რამდენიმე დღის წინ ვიგრძენი, რომ შემამცივნა. გავიზომე ტემპერატურა და მქონდა 37.2. წავედი და გავიკეთე ტესტი. 24 საათი ველოდებოდი პასუხს და მოვიდა დადებითი. ზოგიერთი იფიქრებს, რომ უბრალოდ, გაცივდა და არ გავარდება და ტესტს არ გაიკეთებს, სამწუხაროდ. მას შემდეგ, რაც ეჭვი კორონაზე გამიჩნდა, რა თქმა უნდა, არსად გავსულვარ და არავინ მინახავს, თუმცა მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც წერს, რომ კორონა არ არსებობს და ეს ჩვეულებრივი ვირუსია. ხალხო, არ არის ასე. ძალიან ვერაგი ვირუსია – კვირას ოთხ გოგოსთან მქონდა ურთიერთობა და დღეს ორ მათგანს სიცხე აქვს, ტესტები გაიკეთეს და პასუხს ელოდებიან. ძალიან ადვილად გადამდები ვირუსია, ამიტომ ყველა უნდა გაუფრთხილდეს თავს და ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას!

შენც გამოჯანმრთელებას გისურვებთ!.. ოჯახის ექიმი უკვე დაგიკავშირდა?

გუშინ დავრეკე 112-ზე, დავრეგისტრირდი და ველოდები, რომ დამირეკავენ ეპიდემიოლოგი და ოჯახის ექიმი. ჯერ არ დაურეკავთ. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს. უკვე ვიცით, როგორ უნდა მოვიქცეთ. ბევრი სითხის მიღება და ოთახში აქტიურად სიარული აუცილებელია და ამას ვაკეთებ, ორი შვილის ხელში ისედაც ვერ დავჯდები დიდხანს.

წამლები ხომ არ მიგიღია?

არა, წამლებს ჯერჯერობით არ ვიღებ, ექიმის დანიშნულების გარეშე. თავად თავს კარგად ვგრძნობ. როგორც გითხარით, ცოტა ხმა მაქვს შეცვლილი, რადგან ყელი მტკივა. ფორტეპიანოს მივუჯდები ხოლმე ზოგჯერ.

ვიდეოებს ხომ არ უნდა ველოდოთ?

ჯერ არა, ხმა რომ დამიბრუნდება, მერე შეიძლება.

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g