LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჯაფარიძე: „26 ოქტომბერს ჩვენ ვეტყვით „არას“ სიღატაკეს, იზოლაციას, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს… ჩვენს მოქალაქეებს ექნება ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსიები, ღირსეული ჯანდაცვა, ევროპული განათლების სისტემა“

121
სოფო ჯაფარიძე

„ჩვენს მოქალაქეებს, ამ საოცარ ხალხს ექნება ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსიები, ღირსეული ჯანდაცვა, ევროპული განათლების სისტემა“ – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის განცხადებით, ის პრობლემები, რაც მოსახლეობას აწუხებს, 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება.

როგორც ჯაფარიძემ ნაძალადევში, მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, ხალხი ევროპულ კეთილდღეობას ირჩევს და არა სიღატაკეს და იზოლაციას.

„მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, ახლა ნაძალადევში ვიმყოფებით და განწყობა, რა თქმა უნდა, გამარჯვებისკენაა. ეს ხალხი ირჩევს ევროპას, ირჩევს ევროპულ კეთილდღეობას, 26 ოქტომბერს ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვეტყვით „არას“ სიღატაკეს, იზოლაციას, უმუშევრობას, მაღალ ფასებს, დაბალ ხელფასებს და ერთიანობით, ერთიანი ძალისხმევით აუცილებლად ვიტყვით „კი ევროპას!“, ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას. ჩვენს მოქალაქეებს, ამ საოცარ ხალხს ექნება ღირსეული ხელფასები, ღირსეული პენსიები, ღირსეული ჯანდაცვა, ევროპული განათლების სისტემა. ის პრობლემები, რა უმძიმესი პრობლემების წინაშეც დღეს ეს ადამიანები დგანან, ერთხელ და სამუდამოდ სწორედ 26 ოქტომბრის შემდეგ დასრულდება“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g