LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

SOLO Education-ის ფარგლებში OnCampus Paris-ის ცენტრის დირექტორთან კაროლინ მაიკლსთან შეხვედრა გაიმართება

476
SOLO

SOLO საკუთარი მომხმარებლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნას განაგრძობს. ამ მიზნით SOLO Education-ის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, დაესწრონ გამორჩეული სპიკერების საინტერესო ლექციებს, რაც მათ საუკეთესო განათლების მიღებასა და კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

ინიციატივის ფარგლებში, 28 მაისს, 19:00 საათზე, ჭავჭავაძის SOLO ლაუნჯში, SOLO მომხმარებლებისთვის შეხვედრა გაიმართება OnCampus Paris-ის ცენტრის დირექტორთან კაროლინ მაიკლსთან. იგი საფრანგეთში სწავლასა და სტუდენტობის შემდეგ დასაქმების შესაძლებლობებზე ისაუბრებს.

ამასთან, აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, გაესაუბრონ საზღვარგარეთ სწავლის საკონსულტაციო სააგენტოს Training Lab-ის წარმომადგენლებს და მიიღონ ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის სააპლიკაციო, თუ სავიზო პროცედურებზე.

შეხვედრაზე დასწრება SOLO მომხმარებლებს შეეძლებათ, რისთვისაც მათ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g