LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლომონ ნერგაძე: „პუტინს გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფარი არ მივცეთ და ლუკმა არ გავუყოთ?!…არ მინდა არასტუმართმოყვარე საქართველო!…“

1100
vgbh

ბოლო რამდენიმე დღეა, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შესაძლო მიგრაცია საზოგადოებაში დისკუსიის საგანია. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როცა კერძო კომპანიები რუსი ეროვნების მოქალაქეებს მომსახურებაზე უარს ეუბნებიან და მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ამან ფართო ტენდენციის სახე მიიღოს.

ხელისუფლებამ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრება დააანონსა.

საკითხზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს იტალიაში მცხოვრები ქართველი მეცნიერი, სოლომონ ნერგაძე.

“დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა…”

რა გვეტაკა, ადამიანებო?!…

პუტინს გამოქცეულ ადამიანებს თავშესაფარი არ მივცეთ და ლუკმა არ გავუყოთ?!…

ბანკებმა უარი განაცხადეს არ მოვემსახურებითო?!

მე არ მინდა არაადამიანებით დასახლებული საქართველო!…

მე არ მინდა, გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს რომ არ ეხმარება, ის საქართველო!.

მე არ მინდა არასტუმართმოყვარე საქართველო!…
მე არ მინდა სხვა ერის, ნებისმიერი ერის მოძულე საქართველო!…

პუტინს და მის გარემოცვას დღესვე დასცემია მეხი და მოუსნაგვავს!

მისგან გამოქცეულ ადამიანებს უარს ვეუბნებით თავშესაფარზე?!…

დროებით რომ შევიფაროთ, ამაზე ვეუბნებით უარს?!…

როცა უმწეო ადამიანი საშიშროებას გაურბის, იცით საით და რა მიმართულებით, ვისკენ გარბის?

მე გეტყვით, ჩემო ძვირფასებო: საშიშროება გამოქცეული უმწეო ადამიანი გარბის ადამიანებისკენ, იმათკენ, ვისგანაც დახმარებას,

შეფარებას, გადარჩენას მოელის და არა მტრისკენ.

“დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა…”

ასეთი საქართველო მინდა. და, ვისაც ასეთი საქართველო არ გინდათ, შეეშვით ხალხის მოწამვლას!

ღმერთმა დალოცოს ჩემი სტუმართმოყვარე ქვეყანა!

სტუმართ მ ო ყ ვ ა რ ე!!!”, – წერს სოლომონ ნერგაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g