LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოლომონ პავლიაშვილმა ბელგიაში ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის თემაზე შეხვედრები გამართა

122
ბელგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ბელგიაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DGA1 NEAR) ხელმძღვანელს მეთიუ ბუსკეს და გარემოსდაცვით საკითხებში გენერალური დირექტორატის (DGA1 ENV) ხელმძღვანელს დევორ პეკანს შეხვდა.

სოლომონ პავლიაშვილმა ნარჩენების მართვისა და ცირკულარული ეკონომიკის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები შეაჯამა და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

მინისტრის მოადგილესთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებების და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ევროკომისიის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს, როგორც ქვეყნის, ისე მისი ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში მიღწევები.

„კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ამავდროულად, ის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველომ უნდა დაიწყოს მუშაობა ევროკავშირის წევრობისათვის, რაც მოითხოვს ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას და ევროპული ბაზრის მოთხოვნებთან  და ევროკავშირის გარემოსდაცვით პოლიტიკასთან დაახლოებას“, – განაცხადა მეთიუ ბუსკემ.

სოლომონ პავლიაშვილი, დელეგაციის წევრებთან ერთად, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების ორგანიზაციებში და ნარჩენების გადამმუშავებელ კომპანიებშიც იმყოფებოდა, სადაც ევროკავშირის ქვეყნებში ნარჩენების მართვის, მათ შორის, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების და ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის საკითხებზე შეხვედრები გაიმართა.

magti 5g