სომხეთი საგანგებო მდგომარეობას 30 დღით გაახანგრძლივებს.
გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებას მომდევნო კვირაში პარლამენტი დაამტკიცებს.
ცნობისთვის, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 966-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ჯანდაცის მინისტრის, ტიგრან ტოროსიანის განცხადებით, ვირუსის გავრცელება ქვეყანაში უკვე უკონტროლოა.
