სომხეთის არმია სამოქალაქო დასახლებებს ბომბავს. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობებით, აზერბაიჯანის არმია მოწინააღმდეგის მიმართ გადამწყვეტ ზომებს იღებს. ამასთან, მძიმე ბრძოლები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება სომხეთის არმიისა და მთიანი ყარაბაღის სამხედრო შენაერთების მძიმე ტექნიკის განადგურების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.