LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის პრემიერი, ნიკოლ ფაშინიანი დღეს ვლადიმერ პუტინს შეხვდება

113
ფაშინიანი და პუტინი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ფაშინიანი მოსკოვში დღეს გაემგზავრა. მხარეები ეკონომიკურ საკითხებთან ერთად, მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც იმსჯელებენ.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვი განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერი მოლაპარაკებებს დროს, ყურადღებას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გახსნის შესახებ გაამახვილებენ.

„შეხვედრაზე იგეგმება რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბერსა და 2021 წელის 11 იანვარს ხელმოწერილი განცხადებების რეალიზაციაზე მსჯელობა. მოლაპარაკებების დროს, ასევე განიხილება დამატებითი ნაბიჯები, რომელიც რეგიონში არსებული პრობლემების გადასაჭრელად  იქნება მიმართული, კერძოდ სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის აღდგენის კონტექსტში“, – აცხადებს კრემლის პრესსამსახური.

დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრაზე პუტინი და ფაშინიანი სომხეთში დაგეგმილი არჩევნების შესახებაც ისაუბრებენ.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა ხელი მოაწერეს მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, ხოლო 11 იანვარს, მოსკოვში ალიევის, ფაშინიანისა და პუტინის მორიგი მოლაპარაკება გაიმართა, სადაც მხარეებმა ხელი რეგიონში ახალი ინფრასრუქტურული პროექტების შესახებ განცხადებას მოაწერეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები