LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

39
1

“27 ივნისს, დაახლოებით 20:40 საათზე, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს.” – ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლი ტოვუზის რაიონის სოფელ გარარალარის მიმართულებით გახსნეს.

გავრცლებული ცნობითვე, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, დღეს, ამ მიმართულებით სიტუაცია სტაბილურია და ვითარება აზერბაიჯანული დანაყოფების მიერ კონტროლდება.

გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს თავად სომხური მხარე და აცხადებს, რომ ამ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს:

“აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს მორიგ დეზინფორმაციას, რომ 27 ივნისს საღამოს სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით, ამჯერად ტავუშის პროვინციის სასაზღვრო მონაკვეთზე გახსნეს ცეცხლი. ამ ინფორმაციას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.” – აღნიშნულია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g