სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთის პირველი სატელიტი კოსმოსში SpaceX-ის რაკეტა Falcon-9-მ გაუშვეს.
„სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები სომხეთში გამოყენებული იქნება საზღვრის კონტროლის, საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვის, გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების მონიტორინგის ჩათვლით, ურბანული განვითარების, გზების მშენებლობის, გეოლოგიის და სხვა მიზნებისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, სომხეთი კოსმოსურ ერაში შევიდა და ახლა უმთავრესი ამოცანაა კოსმოსური ტექნოლოგიების ლოკალიზაცია და სომხეთში კოსმოსური ტექნიკის წარმოების უზრუნველყოფა.
ფაშინიანმა აღნიშნა, რომ 2023 წელს სომხეთში სატელიტური მართვის ცენტრი და მიმღები სადგური შეიქმნება, რომლის გარშემო სპეციალისტების მეცნიერული ჯგუფი ჩამოყალიბდება.
