LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს

113

სომხეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. ქვეყნის პარლამენტმა ფარული კენჭისყრით ამ თანამდებობაზე ყოფილი პრემიერი და დიპლომატი – არმენ სარქსიანი აირჩია.

მის კანდიდატურას 90 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 10 კი წინააღმდეგ წავიდა.

არმენ სარქსიანი, რომელიც ბოლო პერიოდში დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სომხეთის ელჩად მუშაობდა, პრეზიდენტობის კანდიდატად მმართველმა კოალიციამ წარადგინა.

მისი კონკურენტი არჩევნებზე დეპუტატი არტაკ ზეინალიანი იყო, თუმცა ოპოზიციის კანდიდატმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა.

არმენ სარქსიანი პრეზიდენტის პოსტზე მოქმედ პრეზიდენტს სერჟ სარქსიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც უფლებამოსილების ვადა 9 აპრილს ეწურება.

ამავე დღეს სომხეთში ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება და ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის პირველი პირის უფლებამოსილება პრემიერმინისტრს მიენიჭება, პრეზიდენტს კი მხოლოდ წარმომადგენლობითი ფუნქცია ექნება. ვინ გახდება სომხეთის პრემიერი ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g