LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთში, ქელეხში მისულმა ერთმა ადამიანმა მთელი სოფელი დააინფიცირა

252
f5ecb8e2875a5c-5ecb8e2875a6a.thumb

სომხეთში, ქელეხში ერთი ინფიცირებული პირის დასწრებით, სიუნიქის ოლქში კორონავირუსით მთელი სოფელი დაავადდა. ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა მოუწოდა თანამოქალაქეებს, აქციონ აუცილებელ წესად სამედიცინო ნიღბის ტარება და მის გარეშე მხოლოდ ოჯახის წევრებთან იურთიერთონ.

სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 251 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯანში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 8927 შეადგინა. ამასთან, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა და ამ მონაცემით, დაღუპულთა რაოდენობა ქვეყანაში 127-მდე გაიზარდა.

სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, სომეთში ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 3317 ადამიანი, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 5483-ს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g