21 საათზე ერევანში დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება.
ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ მეზობელ ქვეყანაში ასობით ქართველი გაემგზავრა.
სპორტული გვერდი GeoTeam ფეისბუქ გვერდზე ერევნის ქუჩებიდან ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქართველი ქომაგების მხურვალე შეძახილები ისმის.
“სომხეთში ვართ თუ საქართველოში?” – წერს GeoTeam.