LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილი ISFED-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – “გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი ოცნებას”

277
soso-gogashvili_w_h

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან ISFED-თან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს.

გოგაშვილის თქმით, ISFED და TI დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციებია, რომელთაც მან, დაახლოებით ერთი წლის წინ საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

„ყველა ეს ნაბიჯი, რასაც დღეს კოლაბორანტი ოცნება დგამს, არის ანტიკონსტიტუციური, ანტიეროვნული და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებას. ISFED და TI არიან დამოუკიდებელი, ავტორიტეტული და დიდი გამოცდილების მქონე ორგანიზაციები. თითქმის ერთი წლის წინ მე არ ორგანიზაციებს გადავეცი ამომწურავი ინფორმაცია საქართველოში არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ. ბუნებრივია, თანდართული მტკიცებულებებითა და ფაქტებით. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, მათ დაადასტურეს ჩემს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, გადაამოწმეს შესაბამისი მტკიცებულებები და გამოაქვეყნეს ანგარიშის სახით.

ფაქტობრივად, ეს დოკუმენტები ადასტურებენ, რომ რაშისტულ ოცნებას, არჩევნების მოპარვის გზით აქვს მიტაცებული ხელისუფლება, ანუ მათ არ აქვთ ლეგიტიმაცია, რასაც წესით, არჩევნებზე ანიჭებს ხალხი ხმის მიცემით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირი აზრი არ აქვს რაშისტულ ოცნებასთან ერთად რაიმე სამუშაო პროცესში ჩართვას, ეს დროის ფუჭი კარგვაა. ეს მხოლოდ მათ აწყობთ, რათა გაიხანგრძლივონ მოპარული ძალაუფლებით სარგებლობა. ახლა, პირადული წყენები ყველამ უნდა დაივიწყოს, ახლა მთავარია მაქსიმალური კონსოლიდაცია ოპოზიციურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის, რადგან ხალხს სწრაფად დაუბრუნონ კოლაბორანტების მიერ მიტაცებული ხელისუფლება და სახელმწიფო ინსტიტუტები. მე პირადად გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ მივეხმარო ამ პროცესს ინფორმაციულად და საზოგადოების თვალში საბოლოოდ ჩამოვხსნა ნიღაბი ოცნებას. პარალელურად, საჯაროდ მივაწვდი ხალხს ინფორმაციას კოლაბორანტების მიერ ჩანერგილი აგენტურის შესახებ, რომლებიც ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან, როგორც ოპოზიციაში ისე სამოქალაქო საზოგადოების წიაღში“, – წერს გოგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g