LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსო გოგაშვილმა ციხიდან უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით ჩააბარა: „მამა პედაგოგის დახმარების გარეშე, ჩვენს მიერ გაგზავნილი საგამოცდო წიგნების საშუალებით მეცადინეობდა საკანში“

1053
სოსო გოგაშვილი

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა სოსო გო­გაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ციხიდან უნივერსიტეტში ჩააბარა და 100%-იანი დაფინანსება მიიღო.

ამის შესახებ მისი შვილი, ნინი გოგაშვილი ავრცელებს ინფორმაციას სოციალურ ქსელში წერს.

„ღმერთო, ძალიან ბედნიერი ვარ!

მამაჩემი, პოლიტპატიმარი იოსებ გოგაშვილი კიდევ ერთხელ გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი !

100% გრანტი !

სამართალი !

ქართული 60-დან 56

ისტორია 60-დან 58

ინგლისური 70-დან 62

მამა პედაგოგის დახმარების გარეშე, ჩვენს მიერ გაგზავნილი საგამოცდო წიგნების საშუალებით მეცადინეობდა საკანში. დაისახა მიზანი, იშრომა და მიაღწია მიზანს!

2024 წლის 16 ივლისს, ,,ჯენზის” მშობლებთან ერთად ველოდებოდი სკოლის გარეთ 52 წლის აბიტურიენტ მამას ბოლო გამოცდაზე, რომელსაც 4 შვილიშვილი ჰყავს და 3 შვილი. სკოლის ეზოს გისოსებიდან დავინახე და კიდევ ერთხელ ვუთხარი ხმამაღლა, რომ ძალიან მიყვარს, ემოციებმა მეტის თქმის საშუალება არ მომცა.

მამა სკოლაში გამორჩეული მოსწავლე იყო, შემდეგ ეკონომისტი მაგისტრის ხარისხით, შემდეგ საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი , ვიცე-პოლკოვნიკი და ახლა კიდევ ახლის შესწავლის ეტაპზეა. რაც არ უნდა უსამართლო რეალობაში აღმოჩნდე და ,,ადამიანებმა” სცადონ შენი და შენი ოჯახის განადგურება, ყოველთვის უნდა იპოვო ძალა, არ გაჩერდე და არასდროს დაკარგო ღმერთის იმედი. ჩვენ ვცდილობთ ეს ძალა ერთად ვიპოვოთ.

მამა თავისი ცხოვრებით ჩვენ ყოველთვის მაგალითს გვაძლევდა, რომ ადამიანმა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს სწავლა, განვითარება და არასდროს დაკარგოს ღმერთის რწმენა და გჯეროდეს, რომ ის სულ შენთანაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ადამიანები გწირავენ.

მა მადლობა, რომ უდიდესი უსამართლობის მიუხედავად, პოულობ ძალას, რომ მაქედანაც კი, შენს დიდ ოჯახს, პატიმრებსა და სხვა ადამიანებს ღირსეულად მისცე მაგალითი თუ როგორ შეიძლება იყო ძლიერი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში. შენ კიდევ ერთხელ გვითხარი, რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი მამა და შენნაირი ადამიანების ადგილი ციხეში არაა! მიყვარხარ და მადლობა ღმერთს, რომ შენნაირი ადამიანის შვილი ვარ! ძალიან გვჭირდები, გვენატრები და ღმერთს მთელი გულით ვთხოვ, მალე ისევ ერთად ვიყოთ ძალიან ბედნიერები 🤍

თან ვტირი, თან სიხარულისგან ვიღიმი და ძალიან მადლიერი ვარ 🙏🏻

I’ve the coolest Dad ever ! 💥

თავისუფლება პოლიტპატიმარ იოსებ გოგაშვილს !

773-ე უსამართლოდ წართმეული დღე“, – წერს ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნო­ბის­თვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი 2022 წლის 16 ივლისს საკუთარ სახლში დააკავეს. 2023 წელს კი 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მამაჩემი პოლიტპატიმარია – ნინი გოგაშვილი

სოსო გო­გაშ­ვილს ბრა­ლი ედე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 320-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის გან­ზრახ გახ­მა­უ­რე­ბა) ,157 პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლოს უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა და შე­ნახ­ვა); 333-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (მო­ხე­ლის მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბა, რა­მაც სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნი­ე­რი ინ­ტე­რე­სის არ­სე­ბი­თი დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვია), 157-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წი­ლით (პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უკა­ნო­ნოდ მო­პო­ვე­ბა, შე­ნახ­ვა, გავ­რცე­ლე­ბა მა­სობ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლო­ბის მეშ­ვე­ო­ბით, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით) და 236-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა და შე­ნახ­ვა)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g