LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოსოს მისვლა და ხელჩართული ჩხუბი დაბადების დღეზე – სცენა, რომელმაც მაქსიმე “გმირად” აქცია: “მთელი სეზონების უმაქნისობა ვაპატიე მაქსიმეს”

1024
ჩცცდდდ

ჩემი ცოლის დაქალების მეთვრამეტე სეზონი დასრულდა და ბოლო სერიის მხოლოდ დასასრულს არ მომხდარა ინციდენტი. მანამ, სანამ ბაქარს ცოლი ტაფას ჩაარტყამდა, კატოს ამჟამინდელ და ყოფილ შეყვარებულებსაც ჰქონდათ ხელჩართული ჩხუბი.

მერაბის ცოლი ნატო დაბადების დღეს სახლში და მეგობრების ვიწრო წრეში აღნიშნავდა. თუმცა უწყინარი და საზეიმო საღამო სოსოს გამოჩენამ ძალადობის პოლიგონად აქცია. თითქოსდა ერთი შეხედვით ჯენტლმენმა სოსომ ყვავილების ლამაზი თაიგული მიართვა იუბილარს, მაგრამ მაგიდასთან კატოსა და მაქსიმეს გვერდიგვერდ დანახვამ, წყობილებიდან გამოიყვანა და ხელჩართული ჩხუბიც გაჩაღდა. სოსომ კატოს სახლში წაყვანა ჯერ კატეგორიულად მოსთხოვა, შემდეგ კი ძალით გაყვანა დაუპირა. ამის შემსწრე მაქსიმეში გაიღვიძა სიმამაცემ. ატეხილ ჩხუბში თითქმის ყველა ჩაერია, ბოლოს ისევ კატომ დაამშვიდა სიტუაცია და გაჰყვა სოსოს. მაგრამ მაქსიმემ მაინც ვერ მოითმინა, წყვილს უკან გაჰყვა და კატომაც ის აირჩია.

აღნიშნულ ფრაგმენტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა მაყურებლისგან. ზოგმა მოიწონა მაქსიმეს საქციელი, ზოგმა კი კატოს დაქალების უმოქმედობა დაგმო.

“მაქსიმე ყოფილა კაცი;

მააააქსიიიკოოოო, შავი კიარა ბრდღვიალა ბრილიანტი ხარ, ბრდღვიალა, გაკოცეთ მეგრელებმა;

მაქსიიიიკოოოოოო! ხოდა ეგრეეეე!

არ არის გამართლებული ძალადობა. არ არის. არ არის და უნდა საზეპირო იყოს ეს ყველასთვის. ამ სცენებში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, რა ძლიერი მსახიობები ჰყავს ჩცდ-ს

პირველად მოიქცა კაცურად მაქსიმე , საჭირო დროს;

მაქსიმე, ყოფილა რაც ყოფილა. კატოს დაქალები ესე რატომ უყურებდნენ არ ვიცი.რატომ არ გამოეკიდნენ მაქსიმეს მსგავსად.აი აქ ,რომ თინა ყოფილიყო დარწმუნებულივარ მათსავის ესე მშვიდად არ იქნებოდა მაგიდასთან;

აუუუ როგორ ვეელოდიიიიი ამ.მომეენტსს ძაან მაგარიააა ყოჩააღ მაქსიმიკოოო შენ ყოფილხარ კააცი პიროვნება;

მაქსიმე მიხვდა რომ სახლში წასვლა და კატოს ცემა ან სიკვდილი ერთი იქნებოდა. ბრავო მაქსიმეს არ ველოდი;

სოსოოო, ვერ შეგიშნო კატომ და ყავდეს ეხხლა გეიმერი მაქსიმეე;

ქეთი დევდარიანი ბრავო. როგორ ზუსტად ასახავს ქართულ რეალობას ეს სერიალი უნდა გაგრძელდეს! გელოდებით;

ძალადობააა ყოველთვის უნდა დაიგმოსსსს დევდარიანმა ამ სცენით კიდევ ერთხელ დააამტკიცა რომ დროა საკუთარი თავის და სიცოცხლის დაფასება ვისწავლოთ ქალებმაა დროა გავიაზროთ რომ სიჩუმეე და თავის დახრა ყოველთვის გამოსავალი არ არის
ზოგჯერ ძალადობას არ ეტყობა რომ ძალადობაა აი ესგადმოგვცააა სცენარისტმაა;

შეიძლება მოეკლა ტიპს და დაქალებმა ჩუმად გაატანეს მოსაკლავად. თინა ყოფილა მხოლოდ ნამდვილი მეგობარი, basta!;

სოსო და ბაქარი გისამძიმრებთ; 

ადიოს პორ სიემპრეეეე სოოსუნააა;

ყველაზე მეტად “გოგოებზე” დამწყდა გული, როგორ უპრობლემოდ გაუშვეს კატო და პლუს როგორ ცდილობდნენ მაქსიმეს შეჩერებას;

მაქსიმემ მთელი თავისი ფეხებზემკიდიაობა ამ ერთი დიდებული საქციელით გადაფარა;

ვიასაც მაქსიკოები არ გყავთ რომ გამოგეკიდოთ, მაინც არ გაჩერდეთ სოსოსნაირებთან;

მთეეელი სეზონების უმაქნისობა ვაპატიე მაქსიმეს;

მაქსიმე, მაპატიე რაც შენზე გამიფიქრებია”, – წერენ კომენტარებში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g