LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი : გიორგი ქადაგიძეს კბილები უკაწკაწებს, როდის შევარდება პოლიტიკაში

55

სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ გიორგი ქადაგიძეს პოლიტიკოსობა სურს.

„კარგი იქნებოდა, ცოტა ხანი მოეცადა ქადაგიძეს და უფლებამოსილება რომ ამოეწურებოდა მერე გაეკეთებინა პოლიტიკური განცხადებები. ქადაგიძეს კბილები უკაწკაწებს, როდის გავარდება და შევარდება პოლიტიკაში,“ – ამბობს დევნილთა და განსახლების მინისტრი.

რაც ეხება იმას, მოუსმენს თუ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს პარლამენტი, სუბარს ინფორმაცია არ აქვს.

„შეიძლება იგეგმება კიდეც, მე არ ვიცი. თუმცა პარლამენტშიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებდა და ამისთვის ჩიორა თაქთაქიშვილი სრულიად საკმარისია. აღარ არის საჭირო მეორე თაქთაქიშვილის დამატება,“ – აცხადებს სუბარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g