LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოზარ სუბარი: მსოფლიო თითქოს გადაიღალა უკრაინაში ომზე საუბრით, ახლა ჩვენს პროექტზე ლაპარაკობენ

149
სსს

„ხალხის ძალის“ ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ მსოფლიო თითქოს გადაიღალა უკრაინაში რუსეთის ომზე საუბრით და ახლა მარტო მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტს განიხილავენ.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

როგორც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში სუბარმა აღნიშნა, რომ ეს მათი რეკლამაა.

„უკვე ერთი წელია ლაპარაკობს: „უკრაინის ომი“, „უკრაინის ომი“, „რუსეთის აგრესია უკრაინაში“, „რუსეთის აგრესია უკრაინაში“, თითქოს დაიღალნენ, გადაიღალნენ. მანამდე იყო უამრავი სხვა თემა, ხან ჩინეთსა და ტაივანს შორის დაიძაბებოდა, ხან სადღაც და, გადაიღალნენ ამ თემებით.

ახლა დაწყებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერით, სენატორები, ევროსაბჭო, ევროპარლამენტი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობოები, მარტო ამაზე ლაპარაკობენ, კარგია რომ ასეთი აღიარება ხდება “ხალხის ძალის”, ეს ჩვენი რეკლამაა“, – აცხადებს სოზარ სუბარი და დასძენს,

„თუ ვიღაცა ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა სახელმწიფოს წინააღმდეგ და წმინდა ჯაშუშური სქემით მუშაობს, იმათთვის ეს კანონი ვერ იმუშავებს, ამისთვის არსებობენ სპეცსამსახურები. ოპოზიცია საუბრობს ისე, რომ აზრს არ დებს. როგორ შეიძლება გეოგრაფიით განსაზღვრო კანონი?! ჩვენი კანონი, ერთადერთი რასაც ითვალისწინებს, ეს არის გამჭვირვალობა. ამ გზით მიდის დღეს ძალიან ბევრი ქვეყანა.

ამ კანონპროექტთან დაკავშირებით უცნაური ამბავი შეიქმნა. დაწყებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, სენატორები, ევროპარლამენტი, ევროპელი ლიდერები, ჩვენი ოპოზიცია და არასამთავრობოები მარტო ამაზე ლაპარაკობენ. კარგია, რომ „ხალხის ძალის “ ასეთი აღიარება ხდება, ეს ჩვენთვის რეკლამაა. მიმაჩნია, რომ ეს არის კანონი, რომელიც საქართველოსთვის იქნება კარგი. “ – განაცხადა სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში.

სალომე ზურაბიშვილი: ახალი აგენტების დევნას საქართველოს პრეზიდენტი მხარს ვერ დაუჭერს

„არა რუსულ კანონს“, „ვერ გაგვაჩუმებთ“ – ჟურნალისტებმა პარლამენტში „ხალხის ძალის“ კანონპროექტი გააპროტესტეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები