LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპაიკ ლის პასუხი ანანო ბაკურაძეს: „ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მსოფლიო განგსტერებს, მათ შორის, პუტინსაც…“

1575
spikeleee

კანის კინოფესტივალზე ქართველი ჟურნალისტი, ანანო ბაკურაძე იმყოფება. მან დიდ პრესკონფერენციაზე, რომელსაც ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე, ცნობილი რეჟისორი, სპაიკ ლი ესწრებოდა, მას და ჟიურის სხვა წევრებს დაუსვა კითხვა საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ:

„დღეს ჩემს ქვეყანაში ძალადობისა და უფლებების დარღვევის საოცარი ფაქტები დაფიქსირდა. ულტრანაციონალებმა, რომლებსაც რუსეთი აფინანსებს, „თბილისი პრაიდის“ გაშუქებისას ჩემს კოლეგებს თავს დაეხსნენ და სცემეს… „თბილისი პრაიდი“ გადაიდო და ასეულოებით ლგბტქ+ ადამიანმა ვერ გამოიყენა თავისი კონსტიტუციური უფლება, გამოეხატა საკუთარ აზრი. თქვენ, როგორც აქტივისტებმა, შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება ამ კუთხით?“

სპაიკ ლიმ ასეთი პასუხი გასცა ქართველი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას:

„მადლობა ინფორმაციის გავრცელებისთვის. ვფიქრობ, რომ ერთადერთი არ ვარ, ვინც არ იცოდა ამ სიტუაციის შესახებ საქართველოში. მსოფლიო იმართება განგსტერების მიერ. ბრაზილიაშ მოქმედი განგსტერების და პუტინის მიერ, მათ რაც უნდათ, იმას აკეთებენ. ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ ასეთი განგსტერების წინააღმდეგ. აქ მყოფმა ჟურნალისტებმა უნდა გაავრცელონ ეს ინფორმაცია. მხოლოდ ფილმების კრიტიკა არ შეგიძლიათ, თქვენ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ მსოფლიო განგსტერებიც…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები