კომპანია J.D. Power-ის ჩინურმა დანაყოფმა ყველაზე გამძლე ავტომობილების მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა. სპეციალისტებმა სხვადასხვა ბრენდის მფლობელი 37 ათასი მძღოლი გამოჰკითხეს. სიაში მოხვედრილი ავტომობილების გამოყენების ხანგრძლივობა 13-დან 48 თვემდე იყო და სპეციალისტებმა თითოეული საჩივარი ყურადღებით შეისწავლეს. დასკვნა კი საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, პრემიუმ-კლასის მანქანების მფლობელები პრობლემებს უფრო ხშირად აწყდებიან, ვიდრე ისინი ვინც მასობრივი მარკეტის მომხმარებელია. მიღებული შედეგების გათვალისწინებით შედგა იმ ბრენდების რეიტინგი, რომელიც ყველაზე გამძლე ავტომობილებს უშვებს.
ავტომფლობელებს, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, სთხოვეს შეეფასებინათ ავტომობილის ვიზუალი, სალონი, მულტიმედიური სისტემა, ნავიგაცია, ძრავის მუშაობა, ტრანსმისია და ა.შ., მთლიანობაში 177 პარამეტრი. გამოვლენილი პრობლემების მიხედვით ბრენდი ქულას იღებდა.
სანდოობის მიხედვით, ჩინურ ბრენდებს შორის საუკეთესო აღმოჩნდა Hongqi. მეორე ადგილზეა Wey, ლიდერთა სამეულს ნაკლებად ცნობილი კომპანია Soueast ასრულებს. შემდეგი პოზიციები ბრიტანელების მიერ გამოსყიდულმა MG-იმ, შემდეგ Chery-იმ, Lynk & Co და თავად Geely-იმ გაინაწილეს.
ხოლო თუკი პრემიულ ბრენდებზე ვისაუბრებთ, J.D. Power-ის სპეციალისტებმა Porsche, Land Rover და BMW დაასახელეს.