LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეციალური მონიტორინგის სისტემა მომდევნო კვირის ბოლომდე იქნება დამონტაჟებული – ირაკლი ბენდელიანი

258
BeFunky-collage (15)

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ადგილზე ყოველდღიური მონიტორინგი მიმდინარეობს.

მისი ინფორმაციით, უკვე მომდევნო კვირიდან პროცესში ბევრ ქვეყანაში აპრობირებული სპეციალური მონიტორინგის სისტემა ჩაერთვება.

“მონიტორინგი ახლაც მიმდინარეობს. ამას იმიტომ განვმარტავ, რომ მოსახლეობას არ დარჩეს განცდა, რომ აქამდე მონიტორინგი არ მიმდინარეობდა.

ხოლო რაც გუშინ სამუშაო ჯგუფზე გაჟღერდა, ეს არის სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რომელიც აპრობირებულია ბევრ განვითარებულ ქვეყანაში.

მომდევნო კვირის ბოლომდე იქნება ეს სისტემა ჩამოტანილი და დამონტაჟებული”.- განაცხადა ბენდელიანმა.

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციით, პირველ ეტაპზე უნდა დაიწყოს მეწყრის ზონის და მიმდებარე ტერიტორიის გამაგრებითი სამუშაოები.

 

magti 5g