ყვავილების თაიგული, რომელიც შექმნილია სპეციალურად თქვენი ქალბატონისთვის – მაღაზია „ჟუჟუს ყვავილებმა“ მამაკაცებს საქმე გაუმარტივა და სპეციალურად 8 მარტისთვის განსაკუთრებულ, გამორჩეულ და საოცრად დახვეწილ თაიგულებს გთავაზობთ.
„ყვავილები, ეს ულამაზესი ფერიები, ყოველდღიურად გვილამაზებენ ცხოვრებას და საოცარი ეფექტით მოქმედებენ ჩვენს გუნება-განწყობაზე. ყვავილები ხომ სიყვარულის, სილამაზისა და სიცოცხლის სიმბოლოა. საჩუქრად მირთმეული, სწორად შერჩეული, მშვენიერი თაიგული ნებისმიერი გემოვნების და ხასიათის ქალბატონს აღაფრთოვანებს. ამაში კი ჩვენი მაღაზია დაგეხმარებათ“,- აცხადებენ „ჟუჟუს ყვავილებში“.
მათივე ინფორმაციით, მაღაზია „ჟუჟუს ყვავილების“ პროფესიონალი თანამშრომლები მზად არიან ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნაც კი დააკმაყოფილონ.
„ჩვენთან შესაძლებელია თაიგულების დამზადება ნებისმიერი დღესასწაულისთვის – შეგიძლიათ ჩვენი თაიგულებით გაილამაზოთ საქორწინო სუფრები, კორპორატიული წვეულებები, დაბადების დღეები და იგრძენოთ თავი ბედნიერად. ჩვენი თაიგულები თქვენს ცხოვრებაში შემოიტანს მხოლოდ დადებით ემოციებს და სილამაზეს.“, – აცხადებენ მაღაზიაში.
ცნობისთვის, მაღაზია „ჟუჟუს ყვავილების“ ვაკეში, ფალიაშვილის 92 ნომერში მდებარეობს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მაღაზიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.