LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპეცრაზმელს, რომელიც აქციაზე ოპერატორს იარაღს უმიზნებდა, უფლებამოსილება შეუჩერდა

1728
yayichashjvili

უფლებამოსილების დროებით შეჩერება, მაგრამ არა სამსახურიდან გათავისუფლება – გადაწყვეტილება  განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მიმართ უკვე მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.  გიორგი ყაყიჩაშვილი ის სპეცრაზმელია, რომელიც 20 ივნისის აქციის დარბევის დროს იარაღს ოპერატორს უმიზნებდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ყაყიჩაშვილი გათავისუფლებული არ არის და მას უფლებამოსილება დროებით, აქციის დარბევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდა. 

უნდა დაისაჯოს! - ივანიშვილმა დარბევაზე პირველი კომენტარი გააკეთა

უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადააჭარბა.

შეგახსენებთ, თბილისში ანტისაოკუპაციო აქციები უკვე ორი კვირაა იმართება. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაა. მომიტინგეები 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ გახარიას აკისრებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g