რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ტაძრებში ვიდეოკამერებს ამონტაჟებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის მთავრობამ მიიღო.
გავრცელებული ინფორმაცია, მოსკოვის საპატრიარქოს სამართლებრივი სამმართველოს ხელმძღვანელმა, იღუმენია ქსენია (ჩერნაგამ) დაადასტურა.
მისი თქმით, კამერები რამდენიმე ტაძარში დიდი ხანია დამონტაჟებულია და ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, ტაძრების და მლოცველების ქონება რომ დაეცვათ.
კამერები განთავსდება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის „შიდა განაწესის“ გათვალისწინებით. კერძოდ, ისინი არ მოთავსდება საკურთხეველში და აღსარების ადგილებზე.
გამოითქვა ვარაუდი, რომ ახალი სისტემის შემკვეთები არიან სპეცსამსახურები, რომლებიც სამწყსოს თვალთვალის მეშვეობით ცდილობენ ექსტრემისტების გამოვლენას.