8 მარტს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო „თბილისი მარიოტმა” გიორგი ცაავას პერსონალურ ფოტო გამოფენას უმასპინძლა.
პროექტი განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პროგრამის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზია” ფარგლებში და მასში მონაწილეობა სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის ეტლით მოსარგებლე ცხრა ახალგაზრდა ქალმა მიიღო.