LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტის სასახლის მიმდებარედ, ბარაკების ადგილზე სკვერი კეთდება

125
Untitled design

თბილისში, საბურთალოს რაიონში, ტყვარჩელის ქუჩა N5-ში, სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ადგილზე სადაც ე.წ ბარაკების ტიპის საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება და ე.წ ბარაკების ადგილას კორპუსის ნაცვლად, სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.

როგორც დედაქალაქის მერიაში ამბობენ, პროექტის ფარგლებში, 1 300 კვ.მ ფართობზე გამწვანების სამუშაოები ტარდება. ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახის ხე-მცენარეები და იგება რულონური ბალახი. აგრეთვე, სკვერში LED განათების სისტემა დამონტაჟდა და ყველა შესაბამისი ინვენტარი განთავსდება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება:

“აღნიშნულ მისამართზე, თბილისის მერის გადაწყვეტილებით, ადგილმონაცვლეობა განხორციელდა, რის შემდეგაც, ბარაკების ტიპის საცხოვრებელ სახლებს დემონტაჟი ჩაუტარდა. სპორტის სასახლის მიმდებარედ, სადაც დასასვენებელი სივრცეების ნაკლებობაა, უახლოეს მომავალში მოსახლეობას გამწვანებული, კეთილმოწყობილი ახალი დასასვენებელი სივრცე ექნება.” – თქვა ვასაძემ.

მერიის ცნობითვე, პროექტი საბურთალოს გამგეობის დაკვეთით ხორციელდება, ბიუჯეტიდან კი 250 000 ლარი გამოიყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g