LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტში ფული რონალდოს აქვს

39

მადრიდის “რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო ზედიზედ მეორედ გახდა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი.

გასული წლის განმავლობაში, პორტუგალიელმა 93 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, საიდანაც რეკლამიდან და ბიზნესიდან შემოსავალი 35 მილიონი შეადგინა. რონალდომ გაუსწრო “კლივლენდის” კალათბურთელს ლებრონ ჯეიმსს, რომლის შემოსავალმა “ფორბსის” მონაცემებით, 86.2 მილიონი შეადგინა.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ათეული ასე გამოიყურება:

1. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) – 93 მლნ
2. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) – 86.2 მლნ
3. ლიონელ მესი (ფეხბურთი) – 80 მლნ
4. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 64 მლნ
5. კევინ დურანტი (კალათბურთი) – 60.6 მლნ
6. რორი მაკილროი (გოლფი) – 50 მლნ
6. ენდრიუ მაკი (ამერიკული ფეხბურთი) – 50 მლნ
8. სტივენ კარი (კალათბურთი) – 47.3 მლნ
9. ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) – 46,6 მლნ
10. ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1) – 46 მლნ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები