LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი ამბობს, რომ უსახლკაროა: „მეგობრების დივანზე მძინავს“

145
4FNS3GAFZBHXPHN7VXUOGSRD2Q

ილონ მასკი – Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, რომელიც ცნობილია როგორც პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი – ამბობს, რომ უსახლკაროა.

TED-ის ბოლო ინტერვიუში მასკმა განაცხადა, რომ საკუთარ სახლს ამჟამად არ ფლობს და სან-ფრანცისკოში, Tesla-ს სათავო ოფისთან ახლოს, მეგობრებთან რჩება, სადაც დივანზე იძინებს. ცნობილმა მილიარდერმა აღიარა, რომ მისი ცხოვრება არ არის ისეთი მდიდრული, როგორიც შეიძლება ჩანდეს. „მე არ მყავს იახტა და არ მაქვს შვებულება“, – დასძინა ილონ მასკმა.

ცნობისთვის,  Forbes-ის თანახმად, მასკის ქონება 269,5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. Bloomberg-ის მიხედვით კი, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი $255 მილიარდს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები