გასულ თვეს, კინემატოგრაფიის სივრცე საოცარმა სიახლემ მოიცვა. 57 წლის ბრედ პიტი და 56 წლის სანდრა ბულოკი ეკრანებზე ერთად პირველად გამოჩნდებიან. მძაფრსიუჟეტიან ფილმს „მატარებელი“ იაპონელი მწერლის, მარია ბითლის რომანის მიხედვით იღებენ.
ფოტო: პირველად ერთად – ბრედ პიტი და სანდრა ბულოკი მძაფრ-სიუჟეტიან ფილმში ითამაშებენ – პირველი ფოტოები გადასაღები მოედნიდან
„ვის უღიმის ბრედი?“, – ულვაში, ორ ბორტიანი პალტო და პანამას ქუდი – 57 წლის ბრედ პიტი შეუდარებელ ფორმაშია – უახლესი ფოტოები
ფილმის ერთ-ერთმა რეჟისორმა, გრეგ რემენტერმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აღფრთოვანებულია 57 წლის ბრედის ოსტატობით, მისი თქმით ის ყველა ტრიუკს თავად ასრულებს და კასკადიორის დახმარებას საერთოდ არ საჭიროებს.
„ის სპორტსმენადაა დაბადებული, ბრედი რთულად შესასრულებელი ტრიუკების 95 %-ს თავად აკეთებს და ჩხუბის სცენებშიც არ ზოგავს თავს“, – აცხადებს რეჟისორი
ცნობისთვის, ბრედ პიტი კვენტინ ტარანტინოს ფილმში „ერთხელ ჰოლივუდში“ ლეონარდო დიკაპრიოს კასკადიორის როლს ასრულებს.