ბრიტანელი მარათონელი რასელ კუკი და მისი გუნდი აფრიკაში საქველმოქმედო რბენის დროს გაძარცვეს. ინფორმაციას ამის შესახებ the Sun ავრცელებს.
რასელმა წამოიწყო პროექტი Project Africa, რომლის ფარგლებშიც მთელი აფრიკა უნდა შემოირბინოს, სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე და ქველმოქმედებისთვის სახსრები მოაგროვოს. წარმატების შემთხვევაში ბრიტანელი გახდება პირველი ადამიანი, რომელმაც მთელი კონტინენტი სირბილით გაიარა.
როდესაც სპორტსმენი ანგოლაში იმყოფებოდა, დაგეგმილი 14,5 ათასი კილომეტრიდან 2,9-ის გარბენა მოასწრო და ამ დროს გაძარცვეს. შეიარაღებულმა ბანდამ წაიღო ყველაფერი, კამერები, ტელეფონები, ფული და პასპორტიც კი.
„არაფერი ისე არ გეხმარებათ იმის გააზრებაში რომ ცოცხალი ხართ, როგორც თქვენი სახისკენ მომართული იარაღი“ – აღიარა ბრიტანელმა.
ანგოლის შემდეგ მამაკაცს კონგოს, კამერუნის, ნიგერიის, ბენინის, ტოგოს, განას, გვინეის, სენეგალის, ალჟირის და კიდევ რამდენიმე ქალაქის გარბენა მოუწევს, მარათონის დასრულება ტუნისში იგეგმება.
რასელი მიუხედავად სირთულეებისა, მიზნის ასრულებას მაინც აპირებს.