LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

71 წლის „ბანკების სერიული მძარცველი“ მორიგი საქმის დროს დააკავეს

124
image

აშშ-ში დააკავეს 71 წლის მამაკაცი, რომელმაც ლოს-ანჯელესში ბანკი გაძარცვა და საკმაოდ დიდი თანხით მიიმალა. ამის შესახებ Los Angeles Times წერს.

ბრიუს ედვარდ ბელის ადგილობრივი სამართალდამცველები კარგად იცნობენ და მას ბანკების სერიულ მძარცველსაც კი უწოდებენ.

თავისი კრიმინალური კარიერის განმავლობაში კაცი ციხეში 4-ჯერ მოხვდა და მთლიანობაში საკანში 40 წელზე მეტი აქვს გატარებული.

დეკემბრის ბოლოს ხანდაზმული კრიმინალი ისევ დააკავეს. ამ დღეს ბელი ბანკში ნიღბით შეიჭრა. თანამშრომლებს იარაღი მიუშვირა და საცავის კარის გაღება მოითხოვა. საცავიდან მძარცველმა 64 ათასი დოლარი გაიტანა და ავტომობილით მიიმალა.

ბელი პოლიციამ მალევე იპოვა და ფულით სავსე ჩანთასთან ერთად სათამაშო პისტოლეტიც ამოიღო.

დანაშაულის ჩადენის დრო ამერიკელი პირობით სასჯელს იხდიდა და ციხიდან ბოლოს ის 2021 წელს გამოვიდა. პოლიციელები დარწმუნებული არიან, რომ ბანკი არ არის ერთადერთი ადგილი, რომელიც სტაჟიანმა დამნაშავემ გაძარცვა და მისი საქმე ამჯერადაც საკმაოდ დიდი გამოვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები