LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით აქცია-პერფორმანსი გაიმართება

138
Fitness Reformer

სპორტული დარბაზების გახსნის მოთხოვნით მწვრთნელები და ფიტნეს ინსტრუქტორები აქცია-პერფორმანსს გამართავენ. მონაწილეები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით კანცელარიის მიმართულებით გაემართებიან. ისინი აღნიშნავენ, რომ მუშაობის დროს მაქსიმალურად დაიცავენ ყველა წესს, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

როგორც ცნობილია, მთავრობის გადაწყვეტილებით კოვიდპანდემიის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი 1 თებერვლიდან იწყება. რაც შეეხება ფიტნეს დარბაზებს, როდის მოხდება რეგულაციების მოხსნა უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები