LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კიტრის მწნილი, „ასპირინი” და პუტინის კარიკატურა – ანა დოლიძის პარტიის წევრების პერფორმანსი პარლამენტთან

69
BeFunky-collage (3)

პარტიის ,,ანა დოლიძე – ხალხისთვის” წევრებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან კიტრის მწნილი და „ასპირინი” მიიტანეს, ნიშნად იმისა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მათი კანონპროექტი, რომელიც 19 აპრილს წარადგინეს „დაამწნილა”.

,,ეს არის ნათელი მაგალითი როგორ „დაამწნილა“ ხელისუფლებამ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ ეკონომიკური ოკუპაციის შეჩერებას. ჩვენი ინიციატივა ორი თვეა თაროზეა და არცერთი წინადადება არ გაგვიგია ხელისუფლებისგან, თუ როგორ აპირებენ ეკონომიკური ოკუპაციის დასრულებას”, – აღნიშნა ნინო წულაძემ.

ამასთან, მათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კარიკატურა მიიტანეს. პარტიის საკრებულოს წევრის ნინო წულაძის ინფორმაციით, საქართველოში 10 იანვრიდან 18 ივლისამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ 3040 უძრავი ქონება არის დამტკიცებული, აღნიშნული კანონპროექტით კი მოითხოვენ, რომ მათთვის უძრავი ქონების გასხვისება გარკვეული პერიოდით შეწყდეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები