LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spotify-იმ 2024 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტები გამოავლინა – იხილეთ სია

189
tdy_spotify_song_summer-bep7ze

Spotify-იმ 2024 წლის ზაფხულის მთავარი ჰიტები დაასახელა. მუსიკალურმა სტრიმინგ-პლატფორმამ შედეგები იმ მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა, თუ რომელ სიმღერებს უსმენდნენ აქტიურად სერვისის მომხმარებლები ბოლო 3 თვის განმავლობაში. სეზონის ყველაზე პოპულარული ჩანაწერების ჩამონათვალში, 5 სიმღერა მოხვდა.

გაირკვა, რომ მელომანების უმრავლესობა ,,სფოთიფაის” ყველაზე ხშირად ისეთი სიმღერების მოსამენად სტუმრობდნენ, როგორებიცაა: ბილი აილიშის Birds of a Feather, ჩაპელ როუნის Hot to Go!, კენდრიკ ლამარის Not Like Us, საბრინა კარპენტერის Espresso და Shaboozey-ის A Bar Song (Tipsy).

შვედური სტრიმინგ-სერვისი – Spotify, 2006 წლიდან მუშაობს. ის ერთგვარ მუსიკალურ ბიბლიოთეკას წარმოადგენს მუსიკის მოყვარულთათვის, რადგან მასზე მილიონობით მუსიკალური კომპოზიციის მოსმენაა შესაძლებელი. საქართველოში ოფიციალურად სერვისი, 2021 წელს ამოქმედდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები