LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სპუტნიკმა“ ჯანმო-სგან აღიარება რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს – პუტინი იმედოვნებს, რომ რუსული ვაქცინა ფართოდ გავრცელდება

191
BeFunky-collage (12)

„ჩვენ უნდა მივიღოთ შესაბამისი სერტიფიკატი ჯანმო-სგან რაც შეიძლება მალე, რათა ჩვენი „სპუტნიკ V“ ვაქცინა უფრო ფართოდ გავრცელდეს მსოფლიოში“, – რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ცნობით ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა,

ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია  Sputnik V-ის ავტორიზაციას მალე მიანიჭებს.

მისივე მტკიცებით, მტკიცებით, რუსული ვაქცინა არსებულებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რუსული ვაქცინის შესახებ მონაცემების განხილვა ჯერ არ დაუსრულებია.

რუსული მედიის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა „სპუტნიკ V“-ით ვაქცინაცია გაზაფხულზე ჩაიტარა. გასულ თვეში კი მან „სპუტნიკ ლაითის“ ბუსტერ დოზა მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები