LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სქემა არ იძლევა ღირსეულ სიბერეს – ბოკერიამ, ჭიაბერაშვილმა და ქებურიამ საპენსიო სისტემა დატოვეს

205
57909163_415390522576867_2729001535315902464_n_5cc17c124b48a

“ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა – ლელა ქებურიამ, გიგა ბოკერიამ და ზურაბ ჭიაბერაშვილმა სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა დატოვეს. კანონმდებლობის მიხედვით, ამის საშუალება 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანებს აქვთ.

დეპუტატები ამბობენ, რომ მოქალაქეების ნაწილმა ეს არ იცის და არც მთავრობამ აწარმოა სპეციალური კამპანია, რათა მათ აღნიშნულზე ინფორმაცია ჰქონოდათ.

როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა,  ნებისმიერი მთავრობის პირობებში, უმჯობესია ადამიანები თავიანთ ფულს თვითონ განკარგავდნენ.

„ეს ე.წ. საპენსიო რეფორმა რეალურად არის თანხების ამოღება ძალით ჩვენი მოქალაქეებისგან. ეს არის ფაქტორი, რომელიც ამცირებს სამუშაო ადგილების შექმნის შანსს, ამცირებს შემოსავლებს, ანელებს ეკონომიკურ ზრდას, ზრდის საგადასახადო წნეხს. ამიტომ, მე როგორც მოქალაქე, ვიყენებ შესაძლებლობას, რომ ჩემ ფულს მე თვითონ განვკარგავდე და არა მთავრობა. ყოველთვის ჯობია, რომ მოქალაქეს ჰქონდეს საკუთარ ფულზე კონტროლი, ვიდრე ნებისმიერ მთავრობას და მით უმეტეს ისეთს, როგორიც ივანიშვილის მთავრობა”, – აცხადებს ბოკერია

სავალდებულო საპენსიო რეფორმას უნდობლობას უცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილიც. ის ამბობს, რომ სქემა „ქართული ოცნების“ ხაფანგია. ამასთან, ჭიაბერაშვილი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ  სისტემის დატოვების უფლება 40 წლამდე მოქალაქეებს არ აქვთ.

„იდეალური მთავრობაც რომ იყოს, ეს სქემა არის მანკიერი და არ იძლევა ღირსეულ სიბერეს. შეუძლებელია, ამ ტიპის დანაზოგებით ადამიანებმა უზრუნველყონ თავიანთი ღირსეული სიბერე”, – ამბობს ჭიაბერაშვილი.

დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან ამოქმედდა. 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სქემაში ჩართვა სავალდებულოა. დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება.

კანონის მიხედვით, 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი სახელმწიფო.

სად უნდა შეამოწმოთ რამდენი დაგიგროვდათ საპენსიო დანაზოგით?

პირადი საპენსიო ანგარიშის შემოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი სიხშირით.

გარდა ამისა, სპეციალური საპენსიო სააგენტოც შეიქმნა, რომელიც დასაქმებულისა და დამსაქმებლის მიერ გამომუშავებულ თანხას გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და ამ თანხას დასაქმებულს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ უკან დაუბრუნებს.

 

magti 5g