გერმანიაში, ქალაქ ჰალეს ქუჩაში სროლა იყო – გარდაცვლილია ორი ადამიანი. შემთხვევა სინაგოგასთან ახლოს მოხდა.
გარდაცვლილების გარდა არიან დაშავებულებიც. ქალაქში დროებით შეწყდა სარკინიგზო მოძრაობა.
პოლიციის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
“რამდენიმე სროლა იყო. დარჩით უსაფრთხოდ სადაც ხართ. ჩვენ ადგილზე ვიძიებთ სიტუაციას და მის დასტაბილურებას ვცდილობთ,” – მიმართავს პოლიცია ადგილობრივებს და ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს შესაძლოა თუ არა შემთხვევა ტერაქტი იყოს.
ინციდენტი იომ-ქიფურის დღესასწაულს დაემთხვა, რომელიც იუდაიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა დღეა – მარხვის, აღსარებისა და ცოდვების მიტევების დღე.
თვითმხილველები
შემთხვევის ადგილთან ახლოს, მაღაზიაში დასაქმებულები ამბობენ რომ მათ რამდენიმე სროლის ხმა გაიგეს. ისინი ასევე საუბრობენ ნაცრისფერ ავტომობილზე, რომელიც დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდა.