თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ სროლა იყო – დაჭრილია ერთი ადამიანი.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე [სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება] და 236-ე მუხლებით [ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარება].