ვაკეში, კაფე “პოლთან” ცოტა ხნის წინ სროლის ხმა ისმოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა, უმისამართო გასროლა განახორციელა, შემდეგ კი ტერიტორია დატოვა.
მომხდარის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლასაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების ფაქტზე, დაშავებული არავინ არის.