LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში დელტა შტამით ინფიცირების რისკი 50-60%-ით მცირდება

82
pfizernews

იმ ადამიანებში, ვისაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზა აქვს გაკეთებული, ვირუსის დელტა ვარიანტით ინფიცირების ალბათობა დაახლოებით 50-60%-ით დაბალია იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც აცრილი არ არის. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ბრიტანეთში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევართა ჯგუფმა დაადგინა, რომ ორი დოზით აცრილი ადამიანების ინფიცირების რისკი აუცრელებთან შედარებით დაახლოებით ორჯერ ნაკლებია.

კვლევის ავტორების თქმით ის ფაქტი, ექნებათ თუ არა ინფიცირების შემთხვევაში აცრილ ადამიანებს სიმპტომები, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის ასაკზე. „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინების ეფექტურობას იმ ადამიანებში, ვისაც სიმპტომები განუვითარდა, კვლევის ავტორები დაახლოებით 59-60%-ით აფასებენ.

„ეს მაჩვენებლები ცოტათი დაბალია იმასთან შედარებით, რაც თავის კვლევაში  Public Health England-მა წარმოადგინა, მაგრამ ეს არც აღელვების მიზეზია და არც მოულოდნელობა, რადგან მათი კვლევა მხოლოდ სიმპტომების მქონე, დატესტილ ადამიანებს ეყრდნობოდა, ჩვენ კი ადამიანთა უფრო ფართო ჯგუფს მოვიცავთ, მათ შორის ასიმპტომურ პაციენტებს. ჩვენი მთავარი მიზანი იყო დაგვედგინა ვაქცინის ეფექტურობა მოსახლეობის ფართო მასაში“- ამბობს იმპერიული კოლეჯის ეპიდემიოლოგი პოლ ელიოტი.

კვლევამ დაადგინა ისიც, რომ იმ ახალგაზრდების ინფიცირების ფონზე, ვინც ჯერჯერობით სრულად არ არის აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, მოიმატა აცრილი ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა. პოლ ელიოტის თქმით, ამის მიზეზი სწორედ ის არის, რომ დელტა ვარიანტი განსაკუთრებულად აგრესიულია ახალგაზრდების მიმართ, ვინც ჯერჯერობით შესაძლოა მხოლოდ ერთი დოზით არის აცრილი.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები დელტა შტამის წინააღმდეგ ეფექტურია, ამ შტამით ინფიცირების შემთხვევაში ჰოსპიტალიზების საჭიროების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ვირუსის სხვა, წინა შტამების შემთხვევაში.

კვლევამ დაადგინა ისიც, რომ აუცრელი ადამიანები სამჯერ უფრო მეტად ავრცელებენ ვირუსს სხვა ადამიანებში, ვიდრე ორი დოზით აცრილები. აუცრელ ადამიანებში გამავრცელებლობის ნიშნული 1.21%, ხოლო აცრილებში 0.40% იყო.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g