LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრულად ვაქცინირებულ პირებში ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა 90% იყო – გამყრელიძემ კვლევის შედეგები წარადგინა

106
1581260258-ამირანგამყრელიძე1

რამდენად ეფექტიანად იცავს ვაქცინა – ამ საკითხზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა და კვლევის ახალი შედეგები წარადგინა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, ანალიზები ჩატარებულია სექტემბრის ჩათვლით და ეს არის პირველი ოქტომბრის მონაცემები:

?  სულად ვაქცინირებულ პირებში, ამ პერიოდში ვაქცინით განპირობებული ინფიცირებისგან დაცვის ეფექტიანობა არის 90%;

?  30 სექტემბრის პერიოდით აღებული, სრულად ვაქცინირებული პირების ინფიცირების შანსი არის 9,87%-ით ნაკლები არავაქცინირებულ პირებთან შედარებით;

?  30 სექტემბრის ჩათვლით, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებული იყო 814 851 პირი, აქედან იდენტიფიცირებული იქნა 11 403 პირი, ვისაც კოვიდის შემთხვევა ლაბორატორიულად დაუდასტურდა;

ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა:

?  ამ პერიოდში ქვეყანაში სულ ჰოსპიტალიზებული იყო (15-მარტიდან მოყოლებული) 53 767 ადამიანი და ჰოსპიტალიზაცია ვაქცინის შემდეგ დასჭირდა 1 386 პირს;

?  ვაქცინაციის ეფექტიანობა ჰოსპიტალიზაციისგან დაცვის მხრივ არის 93, 4%;

?  ეს დაყოფილია ასაკობრივად და 60 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა 91,7 %, ხოლო 18-59 წლის ასაკში ეფექტიანობა 95 %-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g