LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით“ – მირიან ნიკოლაძე ჩატარებულ ექსპერიმენტზე

425
mirian nikoladze

მცხეთაში, არაგვის ხიდთან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულთა ადვოკატების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტს გარდაცვლილის ბიძა და ოჯახის ადვოკატი, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ექსპერიმენტით დადგინდა, რომ ბრეგვაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება

„დღემდე არც ერთხელ არ მიმიცია შეფასება დაცვის მხარის პოზიციებისთვის, რადგან მიაჩნია, რომ მიუხედავად ჩემი მდგომარეობისა, უნდა ვაჯობო საკუთარ თავს და დავიცვა პროფესიულ-ეთიკური გარემოებები (რომელიც დღევანდელი ამპლუიდან გამომდინარე, არ მევალება).

თუმცა, იმედია, კითხვის დასმას ვერავინ ამიკრძალავს.

1. როგორც მე მივხვდი, გამოძიების მიერ მოწმე ი.ბრეგვაძესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით დადგინდა, რომ იგი მშენებარე შენობის აივნიდან ხედავდა, როგორც “ტოიოტა”-ს ადგილზე მისვლის, ასევე მასში მსხდომი პირების გამოდევნების გარკვეულ არეალს და არა სახეებს ან სხვა დეტალურ გარემოებებს (წინააღდეგ შემთხვევაში, უნდა ჩატარებულიყო სავალდებულო საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაც).
რა დადასტურდა დაცვის მხარის საგამოძიებო ექსპერიმენტით? ნათლად გამოჩნდა და უპირობოდ დადასტურდა, რომ ი.ბრეგვაძეს შეეძლო უპრობლემოდ დაენახა სწორედ ის, რაც მის ჩვენებაში აისახა – ანუ მანქანიდან გადმოსული მგზავრების რაოდენობა, მოძრაობის ტრაექტორია და არა გარეგნობა, ჩაცმულობა და სხვა.

თუ ასე არაა და მხედველობა მატყუებს, შემისწორეთ.

2. არსებობს ორი უტყუარად დადასტურებული გარემოება (ერთი – ოჯახის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, მეორე – გამოძიების მიერ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმეტი), რომ ღამით არაგვის ფერდობზე ჩარბენა შესაძლებელია ყოველგვარი უმცირესი დაზიანებების გარეშე.

რა დადასტურდა დაცვის ექსპერიმენტით?

სრული კაპიტულაცია დაუჯერებელი მიზეზით.

მადლობა ყველა ადამიანს, ვინც ნებსით თუ უნებლიეთ ხელს გვიწყობს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენაში და ყოველდღიურად გვარწმუნებს, რომ საქმეზე ჭეშმარიტება უკვე დადგენილია!
პ.ს. რაღა დაგიმალოთ და, სასიამოვნოდ გაოცებული კი გახლავარ(თ)“… წერს მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g