LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს: კახა კალაძე

98
FORTUNA.GE- (3)

“პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.” – ასე მიმართა თბილისის მერმა ჟურნალისტებს და ტვ პირველის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

კახა კალაძის თქმით, ბევრი საკითხი გაზვიადებული იყო და “არავინ არსად შევარდნას არ აპირებს”:

“პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველანი ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით.

ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით.” – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც ტვ პირველმა ფარული აუდიოჩანაწერი გაავრცელა, სასამართლომ პროკურატურას ტელევიზიიდან მასალების ამოღების უფლება მისცა. განჩინების გადაცემის შემდეგ კი, ტვ პირველის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა მედიასაშუალებაზე შტურმი განახორციელონ.

არ გაბედოთ ტელევიზიაში შესვლა და კიბეების მიდგმა !!! – ტვ პირველის დირექტორი პროკურატურას მიმართავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g