სტამბოლი-ბათუმის რეისი ძლიერი ქარის გამო ვერ შესრულდა.
„თურქეთის ავიახაზების“ თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში ვერ დაჯდა და ტრაბზონში გაფრინდა.
აეროპორტში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა აცხადებენ, რომ აღნიშნული რეისი ტრაბზონის აეროპორტში დაეშვა.
მოქალაქეები, რომლებიც იმავე თვითმფრინავით თურქეთში უნდა წასულიყვნენ, ამ დრომდე ბათუმის აეროპორტში იმყოფებიან.