თურქეთში, ქალაქ სტამბოლში 6.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
საერთაშორისო მედია აშშ-ის გეოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 40 კილომეტრში, მარმარილოს ზღვაში დაფიქსირდა.
როგორც თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ნგრევისა და დაშავებულების შესახებ შეტყობინება სააგენტოში არ შესულა.
ამავე სააგენტოს ცნობით, მიწისძვრას განმეორებითი ბიძგებიც მოჰყვა, მათ შორის, დაფიქსირდა 5.3 მაგნიტუდის სიმძლავრის.
ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ შენობებში შესვლისგან.
სოციალურ მედიაში ვრცელდება კადრები, რომლებიც მიწისძვრის დროს არის გადაღებული.